საქართველოს ვიზის გაცემის წესები უცხოელ მოქალაქეებზე

საქართველოს ვიზის გაცემა

ვიზის გამცემი ორგანო

1.      საქართველოს ვიზა გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში ვიზა/სამთვიანი

შემოსვლის ნებართვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში შეიძლება გასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალმა უფლებამოსილმა ორგანომ.

2.1. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე ორდინალურ ვიზას გასცემს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.

3. საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

 

 საქართველოს ვიზის კატეგორიები :

1.    საქართველოს ვიზა იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

) დიპლომატიური;

) სამსახურებრივი;

) ორდინალური;

) სასწავლო.

2.    დიპლომატიური, სამსახურებრივი, ორდინალური და სასწავლო ვიზები გაიცემა საქართველოში ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით.

1. დიპლომატიური ვიზა გაიცემა, როგორც წესი, დიპლომატიურ პასპორტში:

ა) უცხო სახელმწიფოს, უცხო სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს და უცხო

სახელმწიფოს მთავრობის მეთაურებზე, ოფიციალური დელეგაციის წევრებზე, აღნიშნული პირების თანმხლებ ოჯახის წევრებზე, აგრეთვე მათ თანმხლებ სხვა პირებზე;

ბ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული

წარმომადგენლობების დიპლომატიურ აგენტებსა და საკონსულო დაწესებულებათა საკონსულო თანამდებობის პირებზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებზე;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებზე, რომლებსაც საქართველომ მიანიჭა დიპლომატიური სტატუსი, და მათი ოჯახის წევრებზე;

დ) უცხოელ დიპლომატიურ კურიერებზე;

ე) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან სპეციალური დიპლომატიური მისიით;

ვ) უცხოელ დიპლომატებსა და მათი ოჯახის წევრებზე, აგრეთვე დიპლომატიურ

კურიერებზე, რომლებიც მიემგზავრებიან მესამე ქვეყანაში და ტრანზიტით კვეთენ

საქართველოს ტერიტორიას;

ზ) საქართველოს საპატიო კონსულებზე;

თ) ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხო სახელმწიფოს სხვა მოქალაქეებზე, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

1. სამსახურებრივი ვიზა გაიცემა, როგორც წესი, სამსახურებრივ პასპორტში:

ა) უცხო სახელმწიფოს დელეგაციათა წევრებზე, მათ თანმხლებ მათი ოჯახის წევრებსა და მათ თანმხლებ სხვა პირებზე;

ბ) უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-

ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო დაწესებულებების საკონსულო მოსამსახურეებსა და მოსამსახურე პერსონალის მუშაკებზე, აგრეთვე ამ პირების ოჯახის წევრებზე;

გ) საქართველოში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე;

დ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ოფიციალური ვიზიტით;

ე) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებზე, რომლებიც მიემგზავრებიან მესამე ქვეყანაში განლაგებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში მუშაობის მიზნით და ტრანზიტით კვეთენ საქართველოს ტერიტორიას;

ვ) საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე

დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებზე;

ზ) ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხო სახელმწიფოს სხვა მოქალაქეებზე, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

ორდინალური ვიზა

1.      ორდინალური ვიზა გაიცემა უცხოელებზე, რომლებიც მოემგზავრებიან საქართველოში იურიდიული და ფიზიკური პირების მოწვევით ან ტურიზმის, მკურნალობის, ახლობლების მონახულების ან სხვა მიზნით.

სასწავლო ვიზა

1. სასწავლო ვიზა გაიცემა 360 დღის მოქმედების ვადით უცხოელებზე, რომელთაც აქვთ საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალური მოწვევა.

2. უცხოელი, რომელსაც სასწავლო ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ სურს საქართველოში დარჩენა სწავლის გაგრძელების მიზნით, ვალდებულია აიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა.

 

ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

უცხოელს ვიზის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას:

ა) თუ საქართველოში მისი წინა ყოფნისას გამოვლენილ იქნა მის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი ან განცხადების წარდგენამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში გაძევებულ იქნა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც წესდება საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნისათვის;

ბ) თუ მან ვიზის მისაღებად ან მის გასაგრძელებლად წარადგინა არასრული, ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები;

გ) თუ მას არ გააჩნია ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან

საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები;

დ) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს საზოგადოებრივ წესრიგს და უშიშროებას, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;

ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საქართველოსა და უცხო სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დაძაბვას გამოიწვევს;

ვ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის ვადის გასვლის შემდეგ უკანონოდ დარჩება საქართველოს ტერიტორიაზე;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 საქართველოში ბინადრობის ნებართვა

1.      საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა შეიძლება გაიცეს არა უმეტეს 6 წლის ვადით საქართველოში დარჩენის მსურველ უცხოელზე:

ა) რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას საქართველოს

კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;

ბ) რომელიც საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად;

გ) რომელიც მოწვეულია შესაბამისი დარგობრივი სამთავრობო დაწესებულების მიერ,

როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან ხელოვნების მოღვაწე, და რომლის მოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს;

დ) რომელიც არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი;

ე) რომელიც იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;

ვ) რომელიც არის საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მეუღლე, მშობელი, შვილი, შვილიშვილი, მშვილებელი შვილობილი, და, ძმა, პაპა ან ბებია;

ზ) რომლის შესახებ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი, დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

თ) რომელიც მონაწილეობს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის ან კომისიის

კომიტეტის მიერ მისი განცხადების განხილვაში.

2. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა ასევე შეიძლება გაიცეს პირზე,

რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ან რომელზედაც დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობითი ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს მთავრობის წევრს.

2.1 პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, გაიცემა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 3 წლის ვადით.

3. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელება ხორციელდება იმავე პირობების შესაბამისად, როგორითაც მისი გაცემა.

 

მუდმივი ბინადრობის ნებართვა

საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს:

ა) უცხოელს, რომელმაც საქართველოში კანონიერ საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;

ბ) საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, შვილს, შვილიშვილს, მშვილებელს,

შვილობილს, დას, ძმას, პაპას ან ბებიას;

გ) მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ-ტექნიკოსებს, სპორტსმენებსა და ხელოვნების მოღვაწეებს, რომელთა ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს;

დ) პირს, რომლის მიმართაც რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიამ ან კომისიის

კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ქონებრივი რესტიტუციის, ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონების დაბრუნების ან ქონებრივი ზიანის კომპენსაციის შესახებ;

ე) პირს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) უცხოელს, რომელიც საქართველოში საკუთრების უფლებით ფლობს არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის უძრავ ქონებას ან რომელსაც ამავე ოდენობის ფულადი თანხა

განთავსებული აქვს საქართველოს საბანკო დაწესებულებაში;

ზ) უცხოელს, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 100 000 ლარის

ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა და ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა და ადაწყვეტა.

1.      საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.

1.1საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს შეიძლება წარედგინოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს.

2.1. უცხოელზე, რომლის შესახებ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი, დაზარალებული, დროებითი ბინადრობის ნებართვას გასცემს და აღნიშნული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვას აგრძელებს სააგენტო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.

2.2. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.

3. ბინადრობის ნებართვის მიღებასა და გაგრძელებაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოში საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს.

4. ამ მუხლში აღნიშნული განცხადებების განხილვის შემდეგ სააგენტო ვალდებულია აცნობოს უცხოელს განხილვის შედეგები.

5. გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის გაცემაზე ან გაგრძელებაზე შესაძლებელია გასაჩივრებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 23. ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას:

ა) თუ არსებობს კომპეტენტური ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;

ბ) თუ იგი არ იცავს საქართველოში ყოფნის ნებართვით მიღებულ პირობებს;

გ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს

სახელმწიფო უშიშროებას;

დ) თუ მას ჩადენილი აქვს დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ;

ე) თუ იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა არ არის მოხსნილი ან გაქარწყლებული) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე;

ვ) თუ იგი დაავადებულია ისეთი ინფექციური ან სხვა სახის დაავადებით, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას. ასეთ დაავადებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

თ) თუ იგი საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ვიზის მოსაპოვებლად წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე დოკუმენტებს;

ი) თუ იგი შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში გაძევებულ იქნა ან მას არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც წესდება საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნისათვის.

ი.1)თუ მან შესაბამის განცხადებაში მიუთითა არასწორი მონაცემი ან დამალა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;

კ) კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი24. საქართველოში ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების განმეორებით შეტანა

1.უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვაზე, უფლება აქვს იმავე საფუძველზე განმეორებით შეიტანოს განცხადება პირველ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ 1 თვის შემდეგ.

2. უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე, უფლება აქვს, იმავე საფუძველზე განმეორებით შეიტანოს განცხადება წინა განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ 3 თვის შემდეგ.

 საქართველოს კანონი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.კანონის ამოცანები, მიზნები და რეგულირების სფერო

1.    საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ამ კანონის მიზანია:

ა) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად შექმნას საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის სამართლებრივი გარანტიები;

ბ) დაიცვას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა;

გ) ხელი შეუწყოს საქართველოსა და უცხო სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის განვითარებას ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში;

დ) განამტკიცოს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და გადაადგილების თავისუფლების, საქმიანობისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის უფლებები;

ე) განამტკიცოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებთან და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან უცხოელთა მიმართ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის სფეროში;

ვ) ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას უკანონო და ფარული მიგრაციის თავიდან აცილების სფეროში, აგრეთვე თავიდან აიცილოს სტიქიური და მოუწესრიგებელი მიგრაცია, უზრუნველყოს მიზანმიმართული მიგრაციული პოლიტიკის განხორციელება და ამ პროცესებში სახელმწიფო ორგანოების მონაწილეობა.

2.    ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, სატრანზიტო გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძვლებს, ასევე გაძევების ფორმებსა და პროცედურას, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

უცხოელის საქართველოში შემოსვლის, გასვლისა, სატრანზიტო გავლისა და საქართველოდან გასვლის ზოგადი მოთხოვნები

პრინციპები:  საქართველოში უცხოელთა შემოსვლა, ყოფნა, სატრანზიტო გავლა და საქართველოდან გასვლა რეგულირდება შემდეგი ძირითადი პრინციპების საფუძველზე:

ა) უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას არეგულირებს და აკონტროლებს საქართველო;

ბ) საქართველო უფლებამოსილია სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ, მის მიერ საზღვრის გადაკვეთის მიზეზისა და მიზნის გათვალისწინებით, გამოიყენოს შესაბამისი კანონები და წესები;

გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ საქართველოს კანონებისა და წესების გამოყენებისას საქართველო მოქმედებს არადისკრიმინაციის პრინციპის შესაბამისად;

დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ შესაძლებელია მხოლოდ იმ შეზღუდვათა გამოყენება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით;

ე) უცხოელი, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, უფლებამოსილია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება;

ვ) უცხოელის შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დაცვით;

ზ) უცხოელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა პატივს სცემს და იცავს ოჯახის ერთიანობის პრინციპს;

თ) სახელმწიფომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე შეიძლება უარი უთხრას ნებისმიერ უცხოელს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), და ინფექციური დაავადებით დაავადებულ პირს;

ი) უცხოელს, რომელიც კანონიერად იმყოფება საქართველოში , შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამ უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

კ) საქართველოს ტერიტორიიდან უცხოელის გაძევება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით;

ლ) უცხო სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებზე ვრცელდება ის სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც დადგენილია ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ.

E-mail рассылка

Vertical Tabs

შეკვეთის გაგზავნა
მიუთითეთ სახელი თვისებები მძიმით

Vertical Tabs

ზარის ჩემს უკან

Vertical Tabs

ამორჩევაში დახმარება?

მოგვწერეთ რა გნებავთ და ჩვენი სპეციალისტი მოგიძებნით ვარიანტებს

Vertical Tabs