ჩვენს შესახებ

კომპანია RES ( შ.პ.ს. „უძრავი ქონების სერვისი“ ) საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, მუშაობს 1996 წლიდან. კომპანიის საქმიანობის მთავარი სფეროა უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული შემდეგი ოპერაციები: კონსალტინგი, საშუამავლო-საბროკერო და იურიდიული მომსახურება, ასევე უძრავი ქონების მართვა, პროექტირება და დიზაინი.

      16 წელზე მეტი ხნის მუშაობის შედეგად ჩვენ დავაგროვეთ უზარმაზარი გამოცდილება, რაც გვაძლევს საშუალებას ჩვენ კლიენტებს დავეხმაროთ საცხოვრებელი და ასევე კომერციული  უძრავი ქონების საკითხებში, ნებისმიერი თუნდაც ურთულესი ამოცანების გადაწყვეტაში. კომპანია RES-ი  ერთადერთია , რომელმაც დააარსა საქართველოში უძრავი ქონების გაყიდვის კლუბური სისტემა სახელწოდებით „უძრავი ქონების პროექტი“. 1999 წლიდან ჩვენი კომპანია არის „საქართველოს უძრავი ქონების  ასოციაცი“-ის  ( GREA) სრულუფლებიანი წევრი , ხოლო კომპანიის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ჯაფარიძე  2009 წლიდან დღემდე არის   GREA-ს პრეზიდენტი და ასევე ”ცენტრალური ევროპის ქვეყნების უძრავი ქონების ასოციაციის ქსელი“-ს (CEREAN) ნამდვილი წევრი.

    კომპანია RES-ში მუშაობენ პროფესიონალი რეალტორები, რომლებმაც გაიარეს პროფესიონალური მომზადების სარეალტორო და ასევე კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რომლის ორგანიზება გააკეთა საერთაშორისო უძრავი ქონების ფონდმა (IRPF).         ჩვენი კლიენტების სიაშია ჯორჯ სოროსის ფონდი , Batta , Voules-vous, Supper და ასევე ფიზიკური და იურიდიული პირები, სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საერთაშორისო ორგანიზაციები , საინვესტიციო კომპანიები და სხვები.

   თქვენი ძალა, ენერგია და დრო შეგიძლიათ დახარჯოთ თქვენ პირად საქმეებზე, ხოლო საკითხები დაკავშირებული უძრავ ქონებასთან, საქართველოში მოგვანდეთ ჩვენ. თქვენ არ გადაიხდით ზედმეტს და არ დაკარგავთ დროს, არამედ შეიძენთ მხარდაჭერას ჩვენი კომპანიის სახით, როგორც ხელშეკრულების დადების დროს , ასევე შემედგომ თქვენს საკუთრებაში არსებულ  უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ყველა საკითხზე. თუ თქვენ აფასებთ თქვენ დროს, მიანდეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამუშაო პროფესიონალებს. RES-ი იწვევს თანამშრომლობისთვის ყველას ვინც დაინტერესებულია ჩვენი მომსახურებით. ჩვენ ვაფასებთ თვითოეული კლიენტის ნდობას და გთავაზობთ მაქსიმუმ ძალისხმევას ჩვენ საქმეში საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

E-mail рассылка

Vertical Tabs

შეკვეთის გაგზავნა
მიუთითეთ სახელი თვისებები მძიმით

Vertical Tabs

ზარის ჩემს უკან

Vertical Tabs

ამორჩევაში დახმარება?

მოგვწერეთ რა გნებავთ და ჩვენი სპეციალისტი მოგიძებნით ვარიანტებს

Vertical Tabs