Qvareli, Georgia
Qvareli, Georgia
ქ. ყვარელში იყიდება 7248 კვ.მ. მიწის ნაკვეთი განაშენიანების გარეშე. ნაკვეთი მდებარეობს ყვარელში საუკეთესო ადგილას, კერძოდ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხიელ სააკაშვილის ნაკვეთიდან 440 მეტრში. ცენტრალური თელავი-ყვარელის დამაკავშირებელი საავტომობილო გზიდან ნაკვეთამდე მიდის ორი მოხრეშილი გზა, ერთი 270 მეტრია, მეორე – 350 მეტრი. ნაკვეთამდე მიყვანილია ელექტრო დენი (მრიცხველი დაყენებულია) და ბუნებრივი აირი. სასმელი და სარწყავი წყლისთვის შესაძლებელია არტეზიული ჭაბურღილის გაკეთება. ტერიტორიას, სადაც მდებარეობს ნაკვეთი, უწოდებენ ,,ლამიანებს,, ეს სახელი უწოდეს იმიტომ რომ ქვა და კენჭიც კი არ არის მიწაზე, მიწა არის ძალიან ნაყოფიერი. მდებარეობის მიხედვით არის საუკეთესო ხედები: ჩრდილოეთით ნაკვეთიდან მოჩანს ყვარლის ულამაზესი მთები, დასავლეთით ნეკრესის მხარე და კუდიგორა, სამხრეთით ალაზნის ველს გადაყურებთ, აღმოსავლეთით კი ლაგოდეხის მხარეს. 7248 კვ.მ. ფართზე თავისუფლად შეიძლება ე. წ. შატოს, სასტუმრო კომპლექსის, ღვინის მარნის და საჩვენებელი ვენახის მოწყობა. ფასი 1 კვ.მ. – 15$.
მარტივი გზა შენს ახალ სახლამდე